Google-ი გაააქტიურებს ფუნქციას, რომელიც დაკარგულ ტელეფონს უინტერნეტოდ გაპოვნინებთ

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი, უახლოეს პერიოდში გაააქტიურებს ფუნქციას Find My Device (იპოვე ჩემი მოწყობილობა), რომელიც დაკარგულ ტელეფონს უინტერნეტოდ გაპოვნინებთ.

ხუთშაბათს, Google-მა მომხმარებლების ნაწილს შეტყობინება გაუგზავნა და აუწყა, რომ Find My Device-ით სარგებლობას სამ დღეში შეძლებენ. როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული შეტყობინების გათვალისწინებით, ახალი ფუნქცია მაქსიმუმ 7-8 აპრილს უნდა გააქტიურდეს.

Google-ის განმარტებით, Find My Device-ის გამოყენებით მომხმარებლები შეძლებენ იპოვონ დაკარგული Fast Pair-ის მხარდაჭერის მქონე ტრეკერები, უსადენო ყურსასმენები და ა.შ.

მერი ტაბატაძე