Apple ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში იჭრება - ტექნოლოგიური გიგანტი ChatGPT-ის კონკურენტს ქმნის

Apple მუშაობს დიდი ენის მოდელზე, Reference Resolution As Language Modeling, იგივე ReALM-ზე, რომელიც ხმოვან ასისტენტ Siri-ის გააუმჯობესებს და მას კონტექსტის უკეთ გაგებაში დაეხმარება მომხმარებელთან კომუნიკაციისას.

ReALM შეძლებს მომხმარებლის მოწყობილობის ეკრანზე ნაჩვენები კონტენტის დამუშავებას, და არა მხოლოდ. ეს მას დიდ უპირატესობას მისცემს ChatGPT-სთან შედარებით, რომელსაც შეუძლია, მაგალითად, სურათების და PDF ფაილების დამუშავება, მაგრამ არ აქვს წვდომა ყველაფერზე, რაც ხდება მოწყობილობის ეკრანზე და შესაბამისად, არ შეუძლია პასუხების გაცემა ამ შინაარსიდან გამომდინარე.

აღნიშნული ხელოვნური ინტელექტის მოდელს სულ ოთხი ვერსია ექნება: ReALM-80M, ReALM-250M, ReALM-1B და ReALM-3B.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩამოთვლილი მოდელებიდან ყველაზე სუსტი ReALM-ია, რომელიც ChatGPT 4-ზე სუსტი იქნება, მაგრამ სხვა ვარიანტები საგრძნობლად აჯობებენ კონკურენტ GPT-ის.

მკვლევრები ამბობენ, რომ ReALM მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე მსგავსი ფუნქციონალების სხვა სისტემები, ხოლო ReALM-80M 5%-მდე უკეთესად ამუშავებს ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას.

ამ ეტაპზე, უცნობია, როდის გამოვა ReALM ბაზარზე. Apple დეტალებს, სავარაუდოდ, ივნისში, კონფერენციაზე გაამხელს.

ბაჩანა ტყემალაძე