მეორე პასპორტი „ყველაზე ცუდი სცენარისთვის“ - რომელ ქვეყნებს ირჩევენ მდიდარი ამერიკელები

“ამერიკაში მცხოვრები მეგამდიდრები შეშფოთებულნი არიან ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობით. სარეზერვო გეგმის სახით, მათ მეორე პასპორტების აღება დაიწყეს“ - წერს businessinsider-ი და ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ამერიკელი მეგამდიდრები აპირებენ ცხოვრებას “ყველაზე ცუდი სცენარის“ განვითარების შემთხვევაში.

ე.წ. ოქროს სავიზო პროგრამების საშუალებით, ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, მათ შეუძლიათ კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მიღება.

საინტერესოა, ევროპის რომელი ქვეყნები სარგებლობს პოპულარობით ამ მხრივ?

პორტუგალია

“პორტუგალია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ამერიკელებისთვის, რომლებიც ეძებენ მეორე პასპორტს“- განუცხადეს Business Insider-ს საბროკერო ფირმა Henley & Partners-ის აღმასრულებლებმა.

ამერიკელებს შეუძლიათ გახდნენ რეზიდენტები ხუთი წლის შემდეგ პორტუგალიის ოქროს სავიზო პროგრამით.

თუმცა, პორტუგალიის ხელისუფლებამ იცის, რომ მათ პასპორტებზე დიდი მოთხოვნაა. მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამატა შეზღუდვები ოქროს სავიზო პროგრამაში და გარკვეული ცვლილებები შეიტანა წესებშიც.

მალტა

მალტა კიდევ ერთი არჩევანია მდიდარი ამერიკელებისთვის. მათ შეუძლიათ მიიღონ რეზიდენტობა შერეული კაპიტალის ინვესტიციით (რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს ფინანსური ან ქონების ინვესტიცია).

მალტის რეზიდენტურის პროგრამა გთავაზობთ მალტაში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების შესაძლებლობას, ასევე უვიზოდ წვდომას ევროპის უმეტეს ნაწილში.

საბერძნეთი

საბერძნეთი მდიდარი ამერიკელების კიდევ ერთი არჩევანია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საბერძნეთმაც შეცვალა ე.წ. ოქროს ვიზის მიღების პირობები და ფასი. თებერვალში მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საინვესტიციო ფასს 800,000 ევრომდე გაზრდიდნენ.

საბერძნეთმა 2023 წელს უკვე გაზარდა ქონების ინვესტიციის მოთხოვნა 250,000 ევროდან 500,000 ევრომდე.

იტალია

ზოგიერთი ამერიკელი, რომლებიც ეძებენ დამატებით პასპორტს, მოხვდა იტალიის რეზიდენტურის პროგრამაში. იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად, ინვესტორები მზად უნდა იყვნენ გადაიხადონ 250,000-დან 2 მილიონ ევრომდე.

ახალი ზელანდია

ტექნიკურმა მაგნატმა პიტერ ტიელმა უკვე “შეიძინა“ ახალი ზელანდიის ოქროს ვიზა ქვეყანაში ინვესტირებით. ახალ ზელანდიაში ზემოთ აღნიშნული, სასურველი ვიზის მისაღებად, 2,987,275 დოლარიდან 8,961,825 დოლარამდე ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

წყარო: businessinsider.com

თეონა რამაზაშვილი