საფრანგეთის პრემიერი ბიუჯეტის თანხების საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯვის გამო გააკრიტიკეს

საფრანგეთში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი ჩემპიონთა ლიგის ფინალის თამაშს სახელმწიფო თანხების ხარჯზე დაესწრო.

როგორც ფრანგული გამოცემა Le Point-ის ჟურნალისტი ჟერომ ბეგლე წერს, ხალხს პური არა აქვს, მაგრამ საბედნიეროდ მთავრობის ხელმძღვანელს შეუძლია ისიამოვნოს ტკბილი ფუნთუშით.

"საფრანგეთში 5.640.000 ადამიანი უმუშევარია. აქედან უმეტეს ნაწილს არ აქვს საშუალება, თავიანთი ქალაქის ან სოფლის სტადიონზე საყვარელ გუნდს უგულშემატკივროს. ამ დროს კი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება ბერლინში, შეჯიბრზე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან იტალიური და ესპანური გუნდები. ხალხს პური არა აქვს, მაგრამ საბედნიეროდ მთავრობის ხელმძღვანელს შეუძლია ისიამოვნოს ტკბილი ფუნთუშით. მანუელ ვალსმა სჯობს გაიხსენოს, რომ გენერალ დე გოლი თავისი ჯიბიდან იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, როდესაც პრეზიდენტი იყო, მისი მეუღლე კი პროდუქტებს ოჯახის ბიუჯეტის ფულით ყიდულობდა", - ნათქვამია ფრანგული გამოცემის სტატიაში.