2015 წლის ანაკლიის საიდუმლო უკვე ცნობილია

30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში GEM Fest გაიმართება

ანაკლიაში მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი Georgian Electronic Music Festival - GEM Fest - წელს პირველად გაიმართება.

GEM Fest-ს ქმნის პროფესიონალი, ინტერნაციონალური გუნდი, რომლის სახელის „რესპუბლიკა Kazantip“-ისა და და „Exit”-ის მასშტაბის წარმატებული პროექტებს უკავშირდება. GEM Fest-ის ანაკლიაში გამართვა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას თაოსნობით ხორციელდება.

უკვე ცნობილია ფესტივალის მონაწილე არტისტების ერთი ნაწილი: Dubfire: Live Hybrid, Tiefschwarz, WhoMadeWho Live, David August Live, M.A.N.D.Y, Booka Shade, Radio Slave, Robosonic, Jan Krueger, Julian Perez, Alex Picone, Andre Crom, Anna Hanna, Anushka, Easy Changes, Gorje Hewek, Ian Pooley, Kolford, Maayan Nidam, Olga Korol, Roustam, Sammy Dee, Greenbeam&Leon, Bacho, Cobert, Tomma.

GEM Fest პირველ რიგში ორიენტირებულია საქართველოსა და ქართულ ღირებულებებზე: მუსიკალური მხარის გარდა, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს განახორციელებს - მოხდება ნიჭიერი ახალგაზრდების, სტუდენტების, გამომგონებლების დაფინანსება, ფესტივალის თითო ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, 1 ლარი გადაერიცხება „სოლიდარობის ფონდს“ და სხვ.

GEM Fest ის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებებილია Multi Pass-ის ან Single Pass ის შეძენის მეშვეობით.

Single Pass ეს არის ერთჯერადი სამაჯური შტრიხკოდით და იძლევა ტერიტორიაზე ერთჯერადი შესვლის და გამოსვლის უფლებას. Multi Pass იძლევა საფესტივალო ტერიტორიაზე ულიმიტო შესვლა-გამოსვლის უფლებას 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით. არსებობს სამი სახის Multi Pass: 1. Classic Multi Pass. კლასიკური მულტიპასის ღირებულება შეიცვლება გაყიდვების სხვადასხვა სტადიაზე. ამ მომენტისთვის პრომო პერიოდია და ის 99 ლარი ღირს. 2. Full House Pass (კლასიკური მულტიპასი + საცხოვრებელი კარავში 2 პირზე საფესტივალო ტერიტორიაზე განთავსებულ კარვების ქალაქში). პრომო პერიოდში Full House Pass-ის ღირებულება 239 ლარია - ერთ და 338 ლარი - ორ პირზე. Diamond Pass იძლევა არაერთ ბონუსს: გარანტირებული სასტუმროს ჯავშანი (მაგრამ არ შედის ნომრის ღირებულება), ავტომობილით შესვლა ტერიტორიაზე (აქვაპარკამდე), ბექსთეიჯზე მოხვედრა, ვიპ-ლოჟები მთავარ სცენასთან, ვიპ-გასახდელები აქვაპარკში და ბევრი სხვა. Diamond Pass ღირებულება შეადგენს 1,000 აშშ დოლარს.

მულტი პასის შეძენა შეიძლება წინასწარ, ჩვენს პარტნიორ ვებგვერდზე www.eventer.ge ან სალაროებში ფესტივალის ტერიტორიაზე.

30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში 18 ჰა ტერიტორიაზე რამდენიმე მუსიკალური სცენა 24/7 რეჟიმში და ასევე ღია ცის ქვეშ კინოთეატრი იფუნქციონირებს. ფესტივალის საიტის მისამართია Gem-fest.com

იხილეთ ვიდეო

(R)