ნახატები, რომლებიც ყველაზე ძვირად გაიყიდა - რომელი შედევრი მოხვდა ათეულში

ხელოვნება არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივი, რომლის შეძენაც ადამიანს შეუძლია. ის იშვიათად ცვდება, ადვილად ინახება და მისი ღირებულება როგორც წესი, დაძველებასთან ერთად იზრდება.

წარმოგიდგენთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც წინა წლებში ყველაზე ძვირად გაიყიდა.

სტატიაში წარმოდგენილი ზოგიერთი ნახატი გაიყიდა ცნობილ აუქციონებზე, მაგალითად, როგორიცაა ნიუ-იორკის Christie's. თუმცა, ხშირია კერძო გარიგებებიც, რომელთა რეგისტრაცია გაცილებით რთულია.

ddd-1712996391.jpg

Le Rêve, პაბლო პიკასო

პაბლო პიკასოს Le Rêve - The New York Times-ის თანახმად, მილიარდერმა ტრეიდერმა სტივენ ა. კოენმა 2013 წელს 155 მილიონ დოლარად იყიდა. დღეს ხელოვნები ნიმუში დაახლოებით 194 მილიონი დოლარი ღირს.

dss-1712996428.jpg

Shot Marilyn, ენდი უორჰოლი

Christie's აუქციონმა ენდი უორჰოლის ცნობილი ოთხნაწილიანი ნახატის Shot Marilyn-ის ერთ-ერთი - Sage Blue ვერსია 2022 წელს 195,04 მილიონ დოლარად გაყიდა.

ggg-1712996458.jpg

Portrait of Adele Bloch-Bauer I, გუსტავ კლიმტი

The New York Times-ს ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ გუსტავ კლიმტის შედევრი Portrait of Adele Bloch-Bauer I, კოსმეტიკის მაგნატმა რონალდ ს. ლაუდერმა 2006 წელს 135 მილიონ დოლარად იყიდა.

fff-1712996493.jpg

No5, 1948- ჯექსონ პოლოკი

იგივე გაზეთმა 2006 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის მაგნატმა დევიდ გეფენმა 1948 წლის ჯექსონ პოლოკის No5 140 მილიონ დოლარად გაყიდა. უცნობია ახალი მფლობელის ვინაობა.

rrr-1712996528.jpg

Nu couché, ამედეო მოდილიანი

იტალიელი მხატვრის ამედეო მოდილიანის Nu couche 2015 წელს ნიუ-იორკში Christie's-ის აუქციონზე 170,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

aaa-1712996567.jpg

The Standard Bearer, რემბრანდტი

BBC-ის ცნობით, 2021 წელს ნიდერლანდების მთავრობამ 198 მილიონი დოლარი გადაიხადა რემბრანდტის ავტოპორტრეტ - The Standard Bearer- ში.

aaas-1712996603.jpg

Les Femmes d'Alger, პაბლო პიკასო

პაბლო პიკასოს ეს ნახატი ნიუ-იორკში Christie's-ის აუქციონზე 179.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს ეს 200 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

aasssaa-1712996631.jpg

რემბრანდტის პორტრეტები- Maerten Soolmans და Oopjen Coppit

იმავე, 2021 წელს ჰოლანდიის მთავრობამ მათი ეროვნული გენიის, რემბრანდტის წყვილ პორტრეტში 180,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.

The New York Times იუწყება, რომ ნახატები მარტენ სულმანსისა და მისი მომავალი მეუღლის, ოოპჯენ კოპიტის იყო.

dddd-1712996661.jpg

Wasserschlangen II, გუსტავ კლიმტი

შუამავალმა ეს ნახატი 2021 წელს 183,3 მილიონ დოლარად გაყიდა და 112 მილიონი დოლარი გადაუხადა გამყიდველს - ნათქვამია Financial Times-ის მოხსენებაში.

სტატიაში მოთხრობილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ უყიდა შვეიცარიელმა არტ დილერმა ივ ბუვიემ ნახატები რუს ოლიგარქ დიმიტრი რიბოლოვლევს.

ffsa-1712996694.jpg

Number 17A, ჯექსონ პოლოკი

როგორც კერძო წყარომ Bloomberg-ს უთხრა, 2015 წელს მილიარდერმა კენ გრიფინმა ჯექსონ პოლოკის ხელმოწერილ ამ ფოტოში 200 მილიონი დოლარი გადაიხადა.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი