ევროპის რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე განათლებული ადამიანები

საშუალოდ, ევროკავშირში 25-74 წლის ასაკის მოსახლეობის თითქმის მესამედს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, ტექნიკურ სასწავლო ინსტიტუტებში და პროფესიულ სკოლებშიც კი.

თუმცა, განათლების დონე განსხვავდება ასაკისა და სქესის მიხედვით. საინტერესოა, რომელ ქვეყნებს აქვთ უმაღლესი განათლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში? მონაცემები Euronews Next-მა შეკრიბა.

როგორ განისაზღვრება განათლების დონეები?

საგანმანათლებლო დონეები განისაზღვრება როგორც დაბალი (უმაღლეს სკოლაზე ნაკლები), საშუალო (საშუალო სკოლა) ან მაღალი (უნივერსიტეტში სწავლა).

მონაცემების მიხედვით, სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა წილი აღემატებოდა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

პროცენტული წილით, ყველაზე მეტი კურსდამთავრებული შვედეთში და ნორვეგიაშია და 45%-ს შეადგენს. შემდეგ არის ლატვიის მოსახლეობა 44%-ით.

დიდ ბრიტანეთში, 25-74 წლის მოსახლეობის 43,5 პროცენტს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული. საფრანგეთში 38,2%-ს, ხოლო ესპანეთში 38%-ს.

დაბალი მონაცემები აქვს რუმინეთს, იტალიას 18,5% და გერმანიას 31,5%. მაჩვენებელი ასევე 40%-ზე დაბალი არის ევროკავშირის ოთხ ქვეყანაში, კერძოდ: პორტუგალიაში, იტალიაში, მალტასა და ესპანეთში.

ქალები უფრო განათლებულები არიან, ვიდრე მამაკაცები

ევროპის 35 ქვეყანაში 25-დან 34 წლამდე ქალები უფრო განათლებულები არიან, ვიდრე მამაკაცები.

მაგალითად, 2022 წელს, ევროკავშირში უმაღლესი განათლების მქონე ქალების წილი 47,6% იყო, ხოლო მამაკაცების - 36,5%.

ფინეთის გარდა, გენდერული სხვაობა ქალების სასარგებლოდ მნიშვნელოვნად მაღალი იყო სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი