ისრაელის პრემიერი ირანის თავდასხმაზე - მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზად არის უპასუხოს ირანის თავდასხმებს.

როგორც მან განმარტა, ისრაელი ბოლო წლების, განსაკუთრებით კი გასული კვირების განმავლობაში ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

„მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვის, ასევე შეტევის კუთხით. ისრაელის სახელმწიფო, თავდაცვის ძალები და საზოგადოება ძლიერია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერმა ისრაელის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი საფრთხისგან ისრაელი თავს დაიცავს.

„ვაფასებთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის გვერდში დგომას. დავიცავთ თავს ნებისმიერი საფრთხისგან. ერთად ვდგავართ - ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, - ამბობს ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ირანმა ისრაელზე დრონებით თავდასხმა დაიწყო. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უწყებამ. ამასთანავე, ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს.

მერი ტაბატაძე