საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დაზღვეულები უცხოეთშიც იმკურნალებენ

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ერთ-ერთი ძლიერი მხარე - ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის მხრიდან

პერმანენტული ზრუნვით, სადაზღვევო სერვისები მუდმივ და პრიორიტეტულ განახლებას განიცდის. ბოლო დროს კიდევ ერთი - არცთუ უმნიშვნელო სიახლე განხორციელდა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დაზღვეულთათვის.

ამის შესახებ კომპანიის სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, თამარ ცინცაბაძემ იუსაბრა.

თამარ ცინცაბაძემ განმარტა, თუ რას მოიცავს და რას შეეხება კომპანიის მიერ დაზღვეულთათვის ბოლო დროს განხორციელებული სიახლე.

„მოგეხსენებათ სადაზღვევო კომპანია მუდმივად უნდა თავაზობდეს დაზღვეულებს სადაზღვევო სერვისების სულ უფრო მაღალ სტანდარტს, მითუმეტეს თუ საქმე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების, სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და შრომისუნარიანობის გრძელვადიან სტაბილურ მდგომარეობას შეეხება.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფიც ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, გაცდა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მხოლოდ საქართველოში შეთავაზების არეალს. საყოველთაოდ ცნობილია, და ბოლო წლებში განსაკუთრებულად გააქტიურებულია საქართველოდან უპირატესად ჩვენ მეზობელ ქვეყნებში პაციენტთა ვიზიტები. ჩვენ შევძელით რომ ამ ვითარების საუკეთესო გამოსავალი შეგვეთავაზებინა ჩვენი დაზღვეულებისათვის არამარტო სადაზღვევო კონტრაქტით გათვალისწინებული, არამედ სხვა სერვისების მიღების დროსაც, რომელსაც ასეთი კლინიკები მაღაკვალიფიციურად ახორციელებენ.

დაზღვეულთა სურვილის შესაბამისად, ჩვენი კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის არსებობისას, მათ უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი მაღალი სტანდარტის (ევროპული და ამერიკული სერთიფიცირებით) თურქულ ქსელებში როგორიცაა Medicana Health Group, Türkiye Hospital, Adalya და ასევე დუბაიში მდებარე American Academy of Cosmetic Surgery Hospital-ი. ასე რომ, ჩვენ დაზღვეულ ათეულობით ათას პიროვნებას, ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა, აღნიშნულ ქსელებთან პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა და ისინი სამედიცინო პროვაიდერთა ჩამონათვალში შეიყვანა. თუმცა მათთან ურთიერთობა მარტო სამედიცინო სერვისების მიწოდებით არ შემოიფარგლება და ის მოიცავს ისეთი მომსახურების მიწოდებასაც, რომელიც გარდაუვალია უცხოეთში პაციენტის ყოფნის დროს, მაგალითად შეთავაზებაშია სრულფასოვანი სატრანსფერო მომსახურება, თარჯიმანი და თავზემდგომის განთავსება. შეთავაზების ალგორითმი მარტივია: თუ დაზღვეულს სურს აირჩიოს ეს კლინიკები - კომპანია დააფინანსებს ქართული კლინიკების ფასის შესაბამისად, მიეხმარება ყველა საკითხის შეთანხმებაში და უზრუნველყოფს დათქმულ ფასდაკლებას”, - დასძინა მან.

მედიკანა ჯგუფი

მედიკანა 30 წელზე მეტია ოპერირებს ჯანდაცვის სექტორში. არის კომპანიების კონგლომერატი, რომელიც ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე,

კომპანია მართავს 16 ჰოსპიტალს თურქეთის 7 ქალაქში - სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, კონიაში, სამსუნში, სივასსა და ბურსაში. მედიკანას 16 ჰოსპიტალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. https://www.medicanainternational.com/en/hospitals.

თურქეთის ჰოსპიტალი

Türkiye Hospital იკავებს მოწინავე პოზიციებს თავისი რეპუტაციით, კლინიკური სრულყოფილებითა და უახლესი მკურნალობის ტექნოლოგიაში მუდმივი ინვესტიციით. Türkiye Hospital არის თანამედროვე მედიცინისა და ქირურგიის სფეროში მოწინავე მთელ რეგიონში. turkiyehastanesi.com.

ადალაია

ADALYA არის ერთ-ერთი წარმატებული და პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული სტომატოლოგიური კლინიკა ანტალიაში.

კლინიკა აკრედიტებულია AACI-ში (American Accreditation Commission International), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აკრედიტაციის ორგანოში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კლინიკის ვებ გვერდს. https://adalyadentalclinic.com.

ამერიკული აკადემიის კოსმეტიკური ქირურგიის კლინიკა

ამერიკული აკადემიის კოსმეტიკური ქირურგიის კლინიკა (AACSH) გახლავთ ყოვლისმომცველი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს რეგიონის საჭიროებებს ოპტიმალური მოვლის, სერვისების, ტრენინგის და საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფით.