პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ადასტურებს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი ვეტოს განიხილავს ყველა იმ კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანას რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებს.

"ამ შემთხვევაში კი, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. არა თუ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის, არამედ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს", - განაცხადა აბაშიშვილმა.