არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

არადეკლარირებული თანხის შემოტანის გამო მგზავრი დაჯარიმდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის "თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 34 770 აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მათ აღნიშნული თანხა 8 ივნისს, რეისით დუბაი-თბილისი ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე ა.კ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას აღმოაჩინეს. მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 13-ე ნაწილის თანახმად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.