„მეორადი ავტომობილების ბიზნესის გამოწვევების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება შევამციროთ ტარიფები“

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი „ბი აი სი თი“ ტარიფებს ამცირებს, - აღნიშნული შესახებ ნათქვამია BICT-ის განცხადებაში.

კერძოდ, კონტეინერის დაცლის ტარიფი თითოეულ მანქანაზე 60 დოლარიდან 40 დოლარამდე, ხოლო მანქანის პარკირების ტარიფი 30 დოლარიდან 10 დოლარამდე შემცირდა.

„მეორადი ავტომობილების ბიზნესის წინაშე მდგარი ამჟამინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 15 აპრილიდან გამოვაცხადოთ ჩვენი მომსახურების ტარიფების შემცირება ავტომანქანების სტრიპინგზე და შენახვაზე. კერძოდ: კონტეინერის დაცლის ტარიფი შემცირდა 40$-მდე თითოეულ მანქანაზე (ადრე გამოცხადებული 60$-ის ნაცვლად), რომელიც მოიცავს სრულ მომსახურებას, როგორც მანქანის მიწოდებას ასევე ევაკუატორზე დატვირთვას. მანქანის პარკირების ტარიფი შემცირდა 10$-მდე თითოეულ მანქანაზე დღეში (ადრე გამოცხადებული 30$-ის ნაცვლად) პარკირების მე-4 დღიდან (გახსნის დღე და მომდევნო ორი დღე უფასო პარკირება) მომხმარებლის მიერ მანქანის გაყვანამდე“, - აღნიშნულია BICT-ის განცხადებაში.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის განცხადებით, გადაწყვეტილება შეამსუბუქებს ბიზნესების საოპერაციო ხარჯებს.

მერი ტაბატაძე