სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეროვნული ბანკის მოთხოვნით, დღეს შავ სიაში შპს „ლემონდუ ბიზნესი“ მოხვდა. საქმე ეხება ინტერნეტმომსახურებების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას, გაშავების მიზეზი კი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ლემონდუ ბიზნესი“ 2013 წლიდან არის ოფიციალურად რეგისტრირებული. 2023 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 50-50%-იან წილებს ფლობენ ნიკოლოზ მამულაშვილი და გიორგი ოთიაშვილი. დირექტორია გიორგი ოთიაშვილი.
რაც შეეხება კომპანიის საქმიანობას, ვებ-გვერდების დამზადება, განთავსება, სოციალური მედიის მართვა და აპლიკაციების შექმნაა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ უკვე მეცხრე კომპანია შეიყვანა შავ სიაში. მიზეზი, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება იყო.
იხილეთ ასევე: კომპანიები, რომელიც აპრილში შავ სიაში მოხვდნენ - ვინ მოითხოვა მათი „გაშავება“