პარლამენტმა ოფშორებიდან აქტივების გადმოტანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვილილებები მეორე მოსმენით მიიღო. ინიციატივას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა.

კოდექსში შესატანი ცვლილებები ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერის გარდა, ოფშორებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანა გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

იხილეთ ასევე: ოფშორებიდან საქართველოში ქონების გადმოტანა შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს - ვის შეეხება ცვლილება

რომელი ქვეყნებიდან გადმოტანილი ბიზნესები შეიძლება გათავისუფლდეს გადასახადისგან - სიაში 49 სახელმწიფოა

"ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად შემოიტანოს ოფშორებში გადამალული თავისი ქონება - ელოდება სანქციებს“

„ოფშორში არსებული აქტივების გადმოტანით სანქციებისგან გადარჩენის მიზანი ვერ მიიღწევა“

მერი ტაბატაძე