სტალინის მოსკოვის აგარაკი გაიყიდა - ვინ გახდა მფლობელი

მოსკოვის მახლობლად იოსებ სტალინის აგარაკი, “ლიპკი-ალექსეევსკოე” დახურულმა საპაიო ფონდ "სტრატეგიულმა განვითარებამ" შეიძინა. აგარაკის მფლობელი 8 აპრილს შიცვალა, რის შესახებაც უძრავი ქონების ერთიან სახელმწიფო ფედერალურ რეესტრში წერია. გარიგების შესახებ ინფორმაცია პირველად Telegram-არხ Baza-მ გაავრცელა.

stalin1-1713452615.jfif

ამონაწერში წერია, რომ ფონდს კომპანია, Terra Asset Management-ი მართავს. მართლაია, მისი აქციონერები არ სახელდება, თუმცა, სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, მმართველი კომპანიის მფლობელი რომან ბატალოვია, რომელიც კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრე ტკაჩევის სიძეა და მანამდე ყოველთვის მისი ოჯახის კუთვნილი აქტივების მენეჯმენტში ფიგურირებდა. ბატალოვი ყოფილი გუბერნატორის ქალიშვილზე, ტატიანა ტკაჩევაზე 2006 წელს დაქორწინდა.

stalin-1713452633.jfif

სტალინის აგარაკი აუქციონზე 403,49 მლნ რუბლად (4,34 მლნ დოლარად) გასული წლის სექტემბერში იქნა გატანილი. ლოტი მოიცავდა მთავარ სახლს, სამეურნეო შენობებსა და იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობიც 38,4 ჰექტარს აღემატება. მაშინ აუქციონზე კრასნოდარის კომპანია Consulting and Law-მ გაიმარჯვა, რომლის ერთადერთი მფლობელიც, ელიზავეტა მირონოვა აგარაკის წინა მფლობელი იყო.

ცნობისთვის, მე-19 საუკუნეში აგებული შენობა სტალინის ერთ-ერთ აგარაკად 1933-1934 წლებში იქცა, სადაც ის მისი მეუღლის, ნადეჟდა ალილუიევას გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა. მოგვიანებით სტალინი სხვა აგარაკზე, კუნცევოში გადავიდა და ლიპკში იშვიათად ჩადიოდა. შემდეგ მამული არაერთხელ აღადგინეს, აშენდა ბუნკერიც და ის მთავრობის წევრებისთვის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. 1989 წელს “ლიპკი-ალექსეევსკოეში” მძიმედ ავადმყოფი ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყო, ხოლო 2004 წელს ობიექტი რეკონსტრუქციისთვის დაიხურა და შემდეგ სახელმწიფო კორპორაცია Dom.RF-ს ფადაეცა.

stalin2-1713452652.jfif

Baza-ს ცნობით, ბოლო წლებში აგარაკი მიტოვებულ მდგომარეობაშია. კერძოდ, მთავარ კიბეზე სქელი ბალახი, აივანზე კი პატარა ხეები არის ამოსული, ბათქაში ჩამოცვენილი, ხოლო ინტერიერი საგრძნობლად დახავსებულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ