„ეკონომიკური სასწაულიდან“ დღემდე - რატომ ეცემა ჩინეთის ეკონომიკა

სულ რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს ჩინეთის ეკონომიკის შურდა. 1979 წლიდან 2018 წლამდე ქვეყნის მშპ ფენომენალური ტემპით იზრდებოდა და ჩინეთი პლანეტის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყნიდან მწარმოებელ ზესახელმწიფოდ გარდაიქმნა.

თუმცა, 2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შეჩერდა. ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია.

დასავლური მედია ჩინეთის ეკონომიკის აღმავლობისა და დაცემის საინტერესო ექსკურსს გვთავაზობს:

ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის დასაწყისი

ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა 1978 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ლიდერმა დენ სიოპინგმა ბაზარზე ორიენტირებული რეფორმები შემოიღო. უცხოური ინვესტიციები მომდევნო წელს დაუშვეს.

იმ დროს კომუნისტური ჩინეთი ღარიბი იყო. ფაქტობრივად, მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე აფრიკის ქვეყნების საშუალოს დაახლოებით მესამედს უტოლდებოდა.

1989 წლის შემდეგ, საბაზრო რეფორმებმა შედარებით გახსნა ჩინეთის ეკონომიკა და უცხოური ინვესტიციები შევიდა ქვეყანაში. ფასების კონტროლის გაუქმებამ და პრივატიზაციის ტალღამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ზრდაზე.

სამთავრობო წახალისებითა და უცხოური ფულით გაძლიერებული, ჩინეთის წარმოების სექტორი გაიზარდა. ბიზნესი აყვავდა, დასავლეთი კი სიამოვნებით ყიდულობდა მისგან ხელმისაწვდომ საქონელს.

იაფი მუშახელის სიმრავლის გამო, ჩინეთი სხვადასხვა პროდუქციის წარმოების ლიდერად იქცა, ქვეყნიდან ექსპორტიც წარმატებით ხორციელდებოდა.

მას შემდეგ, რაც 2001 წელს სახალხო რესპუბლიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) შეუერთდა, ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდა და 2010 წლისთვის ჩინეთი გახდა მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორი. იმავე წელს მან იაპონიას გაუსწრო და გახდა მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა.

წლიურად საშუალოდ 9,5%, მილიონობით ადამიანი თავისუფლდებოდა სიღარიბისგან. ჩამოყალიბდა შეძლებული საშუალო კლასი.

ჩინეთის გლობალური ფინანსური კრიზისის ხარჯები

თუმცა მაშინაც კი, ყველაფერი კარგად არ იყო ჩინეთის ეკონომიკაში. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, ხელისუფლებას სესხების აღება მოუწია. ეკონომიკის სტიმულირებისთვის ადგილობრივმა მთავრობებმა ვალები აიღეს მას შემდეგ, რაც მეტწილად არასაჭირო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად იყო გამიზნული.

პარალელურად, 2000-იანი წლების დასაწყისში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. დაიწყო მშენებლობების ბუმი. საცხოვრებელი განიხილებოდა, როგორც სანდო ინვესტიცია და ნომერ პირველი მანქანა ფინანსური უსაფრთხოების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ ფასები დროდადრო იკლებს, სფერო წლების განმავლობაში ინარჩუნებს აღმავალ ტრაექტორიას ფასების მხრივ.

გადაჭარბებული მშენებლობა, განსაკუთრებულ პრობლემად იქცა ქვედა დონის ქალაქებში. ახლა ქვეყანა სავსეა ცარიელი, მიტოვებული და დაუმთავრებელი საბინაო პროექტებით. პრეზიდენტმა სიმ 2017 წელს განაცხადა, რომ „სახლები საცხოვრებლად არის და არა სპეკულაციისთვის“. 2020 წელს შემოიღო სამი მკაცრი კანონი, რის შემდეგაც უძრავ ქონებაში პუნქტები მოსახლეობის სასარგებლოდ დაკორექტირდა და ახლა დეველოპერებს უწევთ მკაცრი წესების დაცვა, რომლებიც ზღუდავს მათ აქტივებს.

დეველოპერებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ვერ შეძლებდნენ ზედმეტად სესხების აღებას, ამას მოჰყვა საბინაო ბაზრის შემდგომი რეგულაციები, მათ შორის იპოთეკური ხარჯების ლიმიტები და ქირავნობის ლიმიტები ზოგიერთ ქალაქში.

მკაცრმა წესებმა COVID-ის პანდემიასთან ერთად შეცვალა ჩინეთის საბინაო ბაზარი. 2021 წლის ბოლოს, გაყიდვებმა დაიწყო ვარდნა და სახლების ფასები დაეცა, რამაც გაამწვავა დეველოპერების ფინანსური პრობლემები.

“ევერგრანდის“ კოლაფსი

ვითარების გაუარესების ერთ-ერთი კატალიზატორი იყო დეველოპერული კომპანია “ევერგრანდი“, რომელმაც 2021 წლის დეკემბერში დაასრულა ფუნქციონირება. ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი უძრავი ქონების ბრენდს, 300 მილიარდი დოლარის ვალი დარჩა.

2022 წლის იანვარში “ევერგრანდმა“ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ფირმის აქტივების გაყიდვის შედეგად 242 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი ამოიღეს. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, დაახლოებით 58 მილიარდი დოლარის დეფიციტი კიდევ დარჩა. მისი მილიონობით ბინა ჯერ დაუმთავრებელი რჩება.

The New York Times-ის ცნობით, 2021 წლიდან მოყოლებული მილიონობით ადამიანი დარჩა ბინის გარეშე, რომელშიც თანხა წინასწარ გადაიხადეს.

ჩინეთის ექსპორტი მცირდება

2018 წლის შემდეგ ჩინეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა შემცირდა. გასულ წელს კი მექსიკამ გადაუსწრო ჩინეთს და ამერიკაში მთავარი ექსპორტიორი გახდა.

2023 წელს უცხოურმა კომპანიებმა საწარმოები ჩინეთიდან უფრო ხელსაყრელ ქვეყნებში გადაიტანეს. მაგალითად, როგორიცაა კორეა და ა.შ.

სექტემბერში, ჩინური ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ჩინეთის მთავრობამ განაკვეთის სტაბილიზაციისთვის გადადგა ნაბიჯები, მაგრამ ვალუტა მაინც უფასურდება.

1979-დან 2018 წლამდე ჩინეთის მშპ საშუალოდ წლიურად 9,5%-ით იზრდებოდა. თუმცა მაჩვენებელი ამ მხრივაც შეჩერდა: ზრდამ 2022 წელს 3%-ს მიაღწია. გასულ წელს ის 5,3%-მდე გაიზარდა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ წლიური რიცხვი 2028 წლისთვის 3,5%-მდე შემცირდება.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი