Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6675 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6675 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6699 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6711 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8453 ლარია.