მსოფლიო ბაზარზე ოქრო და ნავთობი  კვლავ გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. დღევანდელი დილის მონაცემებით, ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,35%-ით გაიზარდა და ბარელზე 65,31 დოლარი შეადგინა.

1,26%-ით მოიმატა ფასმა WTI-ის ნედლ ნავთობზე და ფარელზე 60,39 დოლარს მიაღწია. ნიუ იორკის ბირჟაზე ასევე გაიზარდა ოქროს ფასიც. ბოლო მონაცემებით, Comex-ის ბირჟაზე ოქრო 1,7 დოლარით (0,14%) გაიზარდა და უნციაზე 1179,5 დოლარი შეადგინა. 0,52%-ით მოიმატა ვერცხლის ფასმაც და უნციაზე 16,04 დოლარს მიაღწია.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ოქროს ფასის გაძვირებაზე გარკვეულწილად იმოქმედა გაურკვევლობამ საბერძნეთის ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი დღეს ბრიუსელში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლონ იუნკერს შეხვდება. მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების განბლოკვის შესახებ.