უპეცენდენტო წყალდიდობა  დუბაის შესაძლოა, მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდეს

ძლიერმა წვიმებმა სამხრეთ-დასავლეთ აზიას დიდი პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა აეროპორტები, წყალქვეშ მოექცა გზები, მაგისტრალები, სახლები, მაღაზიები და ა.შ. ყველაზე მეტად სტიქიამ დუბაი დააზარალა. არაბთა გაერთიანებული საამიროების მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემების მიხედვით, 24 - საათიანი წვიმის შედეგად, ნალექის რაოდენობამ Khatam Al Shaklah-ის სადგურზე რეკორდულ, 254,8 მილიმეტრიან(25,48 სმ) ნიშნულს მიაღწია. დუბაიში 14-16 აპრილს 142 მმ ნალექი მოვიდა, რაც იმდენივეა, რამდენიც წლის განმავლობაში მოდის ხოლმე. მსგავსი შემთხვევა 1949 წლიდან (რაც სტატისტიკას აწარმოებენ) დღემდე არასდროს დაფიქსირებულა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში მეორეა დატვირთვის მიხედვით, მთლიანად წყალმა დაფარა, რის შედეგადაც, 2155 ფრენა გადაიდო და 115 გადამისამართდა. თვითმფრინავების ნაწილი წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა, რაც პოტენციურად ასევე დიდ მატერიალურ ზარალთანაა დაკავშირებული. აეროპორტი დღეში 1400 ფრენას ასრულებს და წელიწადში 87 მილიონი ადამიანს ემსახურება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიისა და საქართველოს მოსახლეობა ჯამში.

მილიარდიანი ბიზნესები მოუთმენლად ელიან თითქმის, 100 - საათიანი შეფერხებისგან გათავისუფლებასა და ობიექტების ხელახლა გახსნას, მაგრამ გაწმენდის პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. Insurance insider - სამწუხარო პროგნოზს აქვეყნებს და ამბობს, რომ მათ ხელთარსებული წყაროების მიხედვით, ზარალმა შესაძლოა, 1 მილიარდ დოლარზე მეტს მიაღწიოს. პროგნოზი ითვალისწინებს, კომერციულ ზარალს, ბიზნესების დანაკარგებს, სახლების შეკეთების ხარჯებს, დაზიანებულ ავტომობილებს, მაღაზიებს და ა.შ. თუკი აღნიშნული მოლოდინი გამართლდება, დუბაის წყალდიდობით გამოწვეული ზარალი ფილიპინების ტაიფუნ “Bopha”-ს, იაპონიის „Vera”-სა და კოლუმბიის ვულკან “Armero“-ს ამოფრქვევას გაუთანაბრდება.

GLOBAL NATURAL DISASTER ASSESSMENT REPORT- ის მიხედით, ბუნებრივი კატასტროფების მიერ მიყენებული ზარალი გასული წლისთვის 250 მილიარდ დოლარს შეადგენდა მსოფლიო მასშტაბით. როგორც წესი, ამ მხრივ, ყველაზე მეტად შეერთეული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და ინდონეზია ზარალდება ხოლმე. 2023 წელს დანაკარგების 50,13% საშუალოდ ამინდის ექსტრემალურ პირობებზე მოდიოდა, მეორე ადგილს მიწისძვრები იკავებს - 25,6%-ით, ხოლო, მესამე ადგილს წყალდიდობები - 9,85%-ით(20,37 მილიარდის მიყენებული ზარალი).

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა