ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ  მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გავაცნობიერეთ რა ქართველი ხალხის ნება. ქართველო ხალის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

„უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.