”ინკლუზიური ტურიზმისთვის ყველაზე მომზადებულია თბილისი და ბათუმი”

ინკლუზიური ტურიზმისთვის დღეს ყველაზე მომზადებულია თბილისი და ბათუმი, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა ღონისძიებები იგეგმება ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის.

"ჩვენ ვატარებთ სპეციალურ ტრენინგებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მომსახურება ინკლუზიური ტურიზმის დარგში იმიტომ, რომ ამ სფეროს სპეფიციკური მომსახურება სჭირდება. ყველაზე უფრო მომზადებული დღეს ინკლუზიური ტურიზმისთვის თბილისი და ბათუმია. ჩვენ შევეცდებით, რომ სხვა ქალაქებში არსებული სასტუმროები და ტურისტული ობიექტები დაეწიონ ამ სპეციფიკურ მომსახურებას როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მომსახურების სტანდარტების ნაწილში", - განაცხადა ჩოგოვაძემ.