„უკვე ოროსანი მოსწავლეც აღარ ვართ“ – „ევროკავშირი გვეუბნება,  მობრძანდით, მაგრამ ჩვენთან არის  შემდეგი წესები...“

„კარგად უნდა გვესმოდეს, ევროკავშირი გვეუბნება, მობრძანდით, მაგრამ ჩვენთან არის შემდეგი წესები, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ინსტიტუტები უნდა იყოს დამოუკიდებელი, ვერავინ ვერ უნდა დაჩაგრო, ერთი კაცის ჭკუაზე არ უნდა იყოს ყველაფერი მოწყობილი და ა.შ“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

“ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, უკვე ოროსანი მოსწავლეც აღარ ვართ. ჯერ ერთი, მოლაპარაკებები რომ არ არის უკვე გახსნილი, ეს არის „ქართული ოცნების“ „დამსახურება“. უკრაინასთანაც და მოლდოვასთანაც მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე გახსნილია და ჩვენთან არ არის გახსნილი მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართლი ოცნება“ ვერა და ვერ ემშვიდობება აბსოლუტურ ძალაუფლებას და ბიძინა ივანიშვილი ვერ ემშვიდობება აბსოლუტურ ძალაუფლებას. კარგად უნდა გვესმოდეს, ევროკავშირი გვეუბნება, მობრძანდით, მაგრამ ჩვენთან არის შემდეგი წესები, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ინსტიტუტები უნდა იყოს დამოუკიდებელი, ვერავინ ვერ უნდა დაჩაგრო, ერთი კაცის ჭკუაზე არ უნდა იყოს ყველაფერი მოწყობილი და ა.შ თუ ამ თამაშის წესებს იღებთ, მობრძანდით, ხოლო ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ და თავისი მარიონეტების სახით გვეუბნება ყველას, რომ იცი რა, მე არ მინდა ევროპა, თქვენ ხართ ჩვენი მტერი და შემოაქვს ეს იდენტობას და სარწმუნოებას ამოფარებული პოპულისტური თემები“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ნინი ქეთელაური