ქართველი ემიგრანტების რაოდენობა  62.2%-ით გაიზარდა - მაჩვენებელი ბოლო 12 წლის მაქსიმუმზეა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად, ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 95.6%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს საქართველოდან 125 269 კაცი წავიდა ემიგრაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ემიგრანტების ძირითადი ნაწილი - 66.7% საქართველოს მოქალაქე იყო.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში 163 480 საქართველოს მოქალაქე წავიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 100 802 კაცი იყო. შესაბამისად, წლიურად 62.2%-იანი ზრდა გვაქვს. 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრაციაში 62 678 კაცით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა.

თაია არდოტელი