„2020 წლიდან "ენჯეოების" აქტიური მონაწილეობით ვიხილეთ რევოლუციის ორი წარუმატებელი მცდელობა“

„ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ“ ,- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ენჯეოების და შესაბამისი მედია საშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ. 2020 წლიდან ენჯეოების აქტიური მონაწილეობით ვიხილეთ რევოლუციის ორი წარუმატებელი მცდელობა. შეგახსენებთ, 2020 წელს ენჯეოებმა გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები , გააყალბეს მონაცემები, ოქმებში ზედმეტობების შესახებ გააყალბეს ინფორმაცია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოს და დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. ენჯეოების ეს სიყალბე სრულად უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული სწორედ ამ გაყალბებამ მოუმზადა რადიკალურ ოპოზიციას ნიადაგი პარლამენტის საბოტაჟისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისთვის. არჩევნების ლეგიტიმაციის არ აღების კამპანია ასევე უცხოური დაფინანსებით აწარმოებდნენ ნაცმოძრაობის კუთვნილი კონკრეტული მედია საშუალებები, საბოლოოდ 2020 წლის ოქტომბერში დაწყებული რევოლუციის მცდელობა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა , როდესაც საზოგადოებამ ქართულ ოცნებას ნდომა თვითმმართველობის არჩევნებშიც დაუდასტურა. რევოლუციის მეორე მცდელობა უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინი ქეთელაური