ფინანსთა მინისტრი: ნათელი მომავლის ხიდისთვის განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან თანამშრომლობა გვჭირდება

„ნათელი მომავლისთვის ხიდის ასაგებად მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში თანამშრომლობა, როგორიცაა მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობა.

„დღეს არის წლიური შეხვედრის გახსნის ცერემონია, ჩვენი დევიზი არის მომავლისკენ ხიდის გადება და ამ სულისკვეთებით ვცდილობთ, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებების, კლიმატის ცვლილებების, უთანასწორობისა და მდგარი განვითარების მიზნების დაძლევას და მოგვარებას. ამავდროულად, საქართველო პოზიციონირებს როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ქვეყანა, გმასპინძლობთ როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფო და იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება იქნება ჩვენი როლის დაფასების აღმნიშვნელი შუა დერეფნის კვალობაზე.

ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დახმარებით, კვლავ რჩება გამოწვევები ამ კომპლექსურ სწრაფად ცვალებად სამყაროში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ შეძლოს გამოწვევისთვის თვალის გასწორება. აზიის განვითარების ბანკი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ გავხდით აზიის განვითარების ბანკის დონორი და ეს მნიშვნელოვან როლს გვანიჭებს. ჩვენი პრიორიტეტები ცვალებად გარემოში კლავ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ნეგატიური მდგრადობის სფეროში არსებული გავლენების დაძლევა, კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობა, რეფორმების განხორციელება და დაკავშირებადობის უნარის გაზრდა. ნათელი მომავლისთვის ხიდის ასაგებად მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე