იღბლის რჩეულები - ადამიანები, რომლებმაც ლატარიის ჯეკპოტი ორჯერ, ოთხჯერ, ექვსჯერ და ოცდაათჯერაც კი მოიგეს

ზოგიერთ ადამიანს იმედნად გაუმართლა, რომ ადგილობრივი ლატარიის ჯეკპოტი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე მოიგო. მაგალითად, ვირჯინიაში მცხოვრებმა ქალბატონმა, იღბლიანი მოგება არც მეტი, არც ნაკლები, 30-ჯერ იგემა.

წარმოგიდგენთ ლატარეის გამარჯვებულებს, რომლებმაც 2-ზე მეტჯერ მოიგეს.

დუან კეტერმანმა მერილენდის ლატარია ორჯერ მოიგო. ის რეგულარული მოთამაშე იყო. 2022 წლის ივლისში, Powerline-ის ტექნიკოსს ჰქონდა პირველი მნიშვნელოვანი მოგება, როდესაც მან 18 000 დოლარი მიიღო, მეორედ კი მომდევნო თვეში, იგივე ლატარიაში 30 785 დოლარი მოიგო.

ორჯერ მოიგო ეველინ ადამსმაც. მაღაზიის თანამშრომელმა ნიუ-ჯერსიდან, მთლიანობაში 5,4 მილიონი დოლარი მიიღო ლატარიიდან. თუმცა, მის ისტორიას ბედნიერი დასასრული არ ჰქონია. მან მოგებული აზარტულ თამაშებში გაანიავა.

მაშინ 37 წლის ავსტრალიელმა სატვირთოს მძღოლმა, ბილი მორგანმა, რომელიც ქარავანში ცხოვრობდა, ლატარია ორჯერ მოიგო უცნაურ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც გულის შეტევას გადაურჩა, მორგანმა გადაწყვიტა ბედი ეცადა ლატარიაში და ეგრევე მოიგო. მეორედ კი მეთხუთმეტე დღეს იყიდა ბილეთი და გადაფხეკისას აღმოაჩინა, რომ ისევ მოიგო, მისი მოგება მთლიანობაში 250 000 დოლარი იყო.

ინდიანაპოლისის მცხოვრებს რობერტ ჰამილტონს ჰქონდა ძალიან დასამახსოვრებელი 2014 წელი, როდესაც მან ლატარია ორჯერ, სულ რაღაც სამ თვის განმავლობაში მოიგო. პირველი ჯეკპოტი 1 მილიონ დოლარს შეადგენდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან კიდევ ერთი მილიონი დოლარის მომგებიანი ბილეთი იყიდა. პირველი გამარჯვების შემდეგ ჰამილტონმა იყიდა სახლი და გადაიხადა ვალები. მეორე გამარჯვების შემდეგ მან იყიდა მოტოციკლი.

2018 წლის თებერვალში, მიჩიგანელმა კაცმა მარკ მალცმა ლატარია ერთ დღეში სამჯერ მოიგო, რითაც სოლიდური თანხა მოიპოვა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სატვირთო მანქანის მძღოლი მალცი BP-ის ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა. შიგნით ყოფნისას მან იყიდა ბილეთი და მოიგო 10 დოლარი. მან გადაწყვიტა სწრაფი ნაღდი ფულის ნაცვლად ბილეთი აეღო და მოიგო 15 დოლარი. გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი, იყიდა 5 დოლარიანი ბილეთი და მოიგო ჯეკოპოტი - 325 184 დოლარი.

სამჯერ მოიგო სტივენ ანტალმაც. მისმა მოგებამ მთლიანობაში 1 034 075 დოლარი შეადგინა.

მელვინ უილსონმა თავისი იღბლიანი სერია 2004 წელს 25 000 დოლარის მოგებით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, მან ვირჯინიის ლატარიაში კიდევ ორჯერ მოიგო, 1 მილიონი დოლარი და 500 000 დოლარი.

მასაჩუსეტში მცხოვრები რაიმონდ რობერტსი ლატარიაში ექვსჯერ მოგებას თავის უზადო ინტუიციას აბრალებს. 2022 წლის 14 დეკემბერს გათამაშებაში მან მოიგო 25 000 დოლარი მოიგო. მისმა მოგებულმა ნომრებმა, რომლებზეც ის თამაშობს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რობერტსს 1,95 მილიონი აშშ დოლარი მოუტანეს.

რიჩარდ ლუსტიგი გახდა ცნობილი, როდესაც მან 1993-დან 2010 წლამდე ლატარია შვიდჯერ მოიგო. მისი ყველაზე პატარა პრიზი იყო დასასვენებელი მოგზაურობა მემფისში, ხოლო ყველაზე დიდი 842 152 დოლარი.

2019 წელს, დებორა ბრაუნმა ლატარია ერთ დღეში 30-ჯერ მოიგო. მან იყიდა 20 Pick-ის 4 ბილეთი, თითოეულისთვის აირჩია ნომრების იგივე კომბინაცია (1-0-3-1). ბრაუნი იხსენებს, რომ ნომრები რამდენჯერმე ნახა მთელი დღის განმავლობაში და გადაწყვიტა ეყიდა კიდევ 10 ბილეთი იმავე ნომრით, იმავე ადგილას. Pick 4-ის კატეგორიაში მთავარი პრიზი არის 5 000 დოლარი, რაც ბრაუნმა მოიგო 30-ვე ბილეთზე, რამაც 150 000 დოლარი მოუტანა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი