ევროკავშირის ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია

Euronews-ის ინფორმაციით, ევროზონაში მიმდინარე წლის მარტში, უმუშევრობის დონე, რეკორდულად დაბალ დონეზე 6,5%-ზე დარჩა, ხოლო ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში მაჩვენებელი თებერვალთან (6.1%) შედარებით მცირედით, 6%-მდე შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში ევროკავშირში სამუშაოს გარეშე 13 მლნ-ზე მეტი ადამიანი იყო, საიდანაც 11 მლნ-ზე მეტი ევროზონაში. 25 წლამდე ასაკის მოქალაქეების უმუშევრობის დონე, თებერვალთან შედარებით, 14.1%-მდე შემცირდა. ამასთანავე, სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების რაოდენობა EU-ში 11 000-ით, ხოლო ევროზონაში 30 000-ით შემცირდა.

მარტში უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში:

  • ჩეხეთი - 2.9%;
  • პოლონეთი - 2.9%
  • სლოვენია - 3.1%
  • გერმანია 3.2%;
  • მალტა 3.2%
  • ნიდერლანდები - 3.6%
  • უნგრეთი 4.3%
  • ირლანდია 4.3%
  • ბულგარეთი 4.4%
  • ავსტრია 4.9%
მერი ტაბატაძე