"ლიბერთი ბანკმა" ვარკეთილის III მიკრორაიონში სერვის ცენტრი გახსნა

"ლიბერთი ბანკმა" თბილისში, ვარკეთილის III მიკრორაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა. სერვის ცენტრი "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო მომსახურების დარგში არმენ მატევოსიანმა გახსნა.

ბანკის ინფორმაციით, ფილიალი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ახალი სერვის ცენტრი 6000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. მათივე ინფორმაციით, სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება, ლიბერთი ანგარშის გახსნა, საპენსიო მომსახურების მიღება და სხვა. მათივე ცნობით, აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნა საშუალებას მისცემს ვარკეთილის მოსახლეობას, მიიღოს სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო მომსახურებები სწრაფად და მარტივად.

"ლიბერთი ბანკი" საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელშია წარმოდგენილი. "ლიბერთი ბანკმა" ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალი და სერვის ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით განაახლა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით, 630-ზე მეტი მომსახურების წერტილით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ და 69,000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.