რომელია 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში - 2024 წლის რეიტინგი

მსოფლიოს აქვს საკმარისი რესურსი, რათა დედამიწაზე კაცობრიობა უზრუნველყოს და ღირსეული ცხოვრების სტანდარტით ყველამ ისარგებლოს.

მიუხედავად ამისა, მთელი რიგი ქვეყნები სიღარიბეში ცხოვრებას აგრძელებენ.

ამ მხრივ გასაოცარია მოცემული რიცხვებიც: მაგალითად, მსოფლიოს 10 უმდიდრეს ქვეყანაში საშუალო წლიური მსყიდველობითი უნარი ერთ სულ მოსახლეზე 110 000 დოლარზე მეტია, 10 ყველაზე ღარიბ ქვეყანაში კი - 2 000 დოლარზე ნაკლები.

გთავაზობთ 2024 წლის ათი ყველაზე ღარიბი ქვეყნის რეიტინგს:

  • 1. სამხრეთ სუდანი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 455 დოლარი
  • 2. ბურუნდი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 916 დოლარი
  • 3. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1123 დოლარი
  • 4. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1552 დოლარი
  • 5. მოზამბიკი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1649 დოლარი
  • 6. ნიგერი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1675 დოლარი
  • 7. მალავი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1712 დოლარი
  • 8. ლიბია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1812 დოლარი
  • 9. მადაგასკარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1979 დოლარი
  • 10. იემენი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1996 დოლარი
ეკა დარჩიაშვილი