„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ევროპის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას“

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა დღეს „მწვანე შუქი აუნთეს“ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოსთვის 30 მლნ ევროს დახმარების გამოყოფას.

როგორც იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, იმავე ფონდიდან გამოიყოფოდა დახმარება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.

„ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მლნ ევროს არალეტალური დახმარების გამოყოფას ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში - ეს არის იგივე ფონდი, რომელიც უკრაინას სამხედრო ნაწილში ფინანსურად ეხმარება“, - წერს X-ზე იოზვიაკი.

მერი ტაბატაძე