მსოფლიო ბირჟების მიმოხილვა

ევრო დოლართან მიმართებში ერთ დღეში 0,8%-ით გაუფასურდამას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპული ვალუტა საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ესპანეთისა და პორტუგალიის ტიპის ქვეყნებმა  რეფორმები განახორციელონ, ევრო დოლართან მიმართებში ერთ დღეში 0,8%-ით გაუფასურდა და 1,1171 დოლარი შეადგინა.

გერმანიის კანცლერმა ასევე  გონივრულად მიიჩნია დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რადგან ევროს გამყარებაში ხელს უშლის. აღსანიშნავია, რომ ევროს  პოზიციები ისედაც დათმობილი ჰქონდა საბერძნეთში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე. თუ  საბერძნეთმა ივნისის ბოლომდე ვერ მოილაპარაკა თავის კრედიტორებთან სსფ-ისთვის 1,8 მლრდ დოლარის დაბრუნებაზე, შესაძლოა, საერთოდ ევროზონის გარეთ აღმოჩნდეს, რაც ევროპული ეკონომიკისთვის გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს.

ფასები დაეცა დღეს ნედლ ნავთობზეც, მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდმა ექსპორტიორმა  მსოფლიოში, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ინდოელ პარტნიორებთან საწვავის დამატებით პარტიების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც საუდის არაბეთში აღნიშნეს, მალე წარმოება ძველ რეკორდს - 10,3 მლნ ბარელს/დღეში მოხსნის.  შესაბამისად, „ბრენტის“ ტიპის  ნავთობი  63 ცენტით გაიაფდა და ბარელზე 64,48 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული ნავთობი -  77 ცენტით, 60 დოლარამდე/ბარელზე.

სამაგიეროდ, სამკვირიანი დაცემის  შემდეგ  პოზიცია მცირედ გაიუმჯობესა ოქრომ - მისი ფასი დღეს 1,23 დოლარით გაიზარდა  და უნციაზე 1183 დოლარს გადააჭარბა, ვერცხლის ფასი კი პრაქტიკულად იგივე დარჩა (15,97 დოლარი/უნცია).

ფასების მკვეთრი ცვალებადობის შემდეგ ბოლო რამდენიმე კვირაში, 6%-ით გაიაფდა ხორბალი და ბუშელზე ჩიკაგოს ბირჟაზე 5,04 დოლარი შეადგინა, აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით მარცვლეულზე ფასი 15%-ით შემცირებულია.