ევროპაში ”რუსეთის არმია" გამოჩნდება

ევროპის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში ტანსაცმლის ახალი ბრენდი "რუსეთის არმია" გამოჩნდება. ამის შესახებ რუსულ მედიას ბრენდის მენეჯერმა, ვლადისლავ დოროშენკომ განუცხადა. "ჩვენ ვგეგმავთ ევროპულ დედაქალაქებში რამდენიმე მაღაზიის გახსნას. ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად სად, მაგრამ ეს იგეგმება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროდუქცია ევროპელებისთვის საინტერესო იქნება. ჩვენ არ ვგეგმავთ ჩვენი მაღაზიების ექსკლუზიურად მხოლოდ რუსული დიასპორისთვის გახსნას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ, მაგალითად, მაღაზიას ლონდონში ოქსფორდ-სტრიტზე გავხსნით, რიგები არ შეწყდება", - აღნიშნა დოროშენკომ.

"რუსეთის არმიის" მაღაზიები თავად რუსეთში მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში უკვე გაიხსნა. ბრენდი მომხმარებელს რუსული არმიის სამხედრო სიმბოლოებით გაწყობილ ტანსაცმელს სთავაზობს.