ფინანსთა სამინისტრო  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მლნ ლარს გამოყოფს

ფინანსთა სამინისტრო მზად არის, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენამდე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მლნ ლარი გამოყოს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროში გამართულ სამუშაო თათბირზე მიიღეს, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური ხელმძღვანელობდა."ფინანსთა სამინისტრო მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გამართა სამუშაო თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები. ფინანსთა მინისტრმა დედაქალაქის ვიცე-მერისგან, გუგა ხელაიასგან მოისმინა ინფორმაცია ამჟამად არსებული ვითარების შესახებ. როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო დღეს უკვე მზადაა, ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენამდე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 10 მლნ ლარი", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.