ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი სრულ მზადყოფნაშია

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში გადარიცხვები არ შეფერხდება

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში საბანკო გადარიცხვები არ შეფერხდება.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად შესრულდება ყველა გადარიცხვა. ამისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი სრულ მზადყოფნაშია", - განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში .