სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს

სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს. დათვლა გრძელდება

აღნიშნული მონაცემები საგანგებო შტაბის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარმოადგინა.

ხადურის თქმით, თბილისის მერიისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 10 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზაზე გააჩნია გარკვეული საოჯახო ინვენტარი, რაც მერიას დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით გადაეცემა.

როგორც ნოდარ ხადურმა საგანგებო შტაბის შეკრებაზე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან და 2-3 დღეში თანხების მობილიზება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, დილის 6 საათიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა, განხორციელდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და საბანკო სექტორი დღეს მზად იყო ემუშავა და გადარიცხვები განეხორციელებინა.