სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ანგარიშები "საქართველოს ბანკშიც" გაიხსნა

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ანგარიშები "საქართველოს ბანკშიც" გაიხსნა. ანგარიშის ნომერია: GE97BG0000000551792100 GEL/USD/EUR. სპეციალური ანგარიშები ასევე გახსნილია "ლიბერთი ბანკსა" და "თიბისი ბანკშიც".

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მადლობას უხდის ბანკებს მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიჩინეს.