თბილისის მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმცირეს უჩივის

დედაქალაქის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსების სიმცირეა. ბოლო ორი დღის მანძილზე მოსახლეობა ტრანსპორტის სიმცირეს უჩივის და აცხადებენ, რომ საათობით უწევთ გაჩერებებზე დგომა. ამის გამო, გადატვირთულობის პრობლემა კვლავ რჩება მეტროსადგურებში. ამ კუთხით განსაკუთრებით ხალხმრავლობა მეტროსადგურ "ვაგზლის მოედნიდან" საბურთალოს ხაზის მიმართულებით შეინიშნება.

მგზავრებით სავსეა მეტროს პირველი და მეორე ხაზის დამაკავშირებელი გვირაბი.