ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი გასკდა

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან წყლის მილი გასკდა. წყლის მილის დაზიანების მიზეზი სავარაუდოდ, ადგილზე მძიმე ტექნიკის მუშაობა გახდა. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, მილის შეკეთებასთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შეექმნება თუ არა პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას.