Apple ჟურნალისტის ვაკანსიას აცხადებს

კომპანია Apple ჟურნალისტის ვაკანსიას აცხადებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times იტყობინება.

ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია ახალი ამბების საკუთარ სერვისს Apple News-ს ქმნის. კომპანია ეძებს ისეთ ჟურნალისტებს, რომლებსაც მედიაში მუშაობის 5 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ და შეუძლიათ ორიგინალური და საინტერესო ამბების მოძიება და წერა. Apple-ის სარედაქციო გუნდი გეგმავს ასევე ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობას, როგორიცაა Financial Times, New York Times, The Guardian da The Economist. Apple News-ის ჟურნალისტთა გუნდი უზრუნველყოფს მოკლე ადგილობრივი და გლობალური ახალი ამბების გავრცელებას.