სემეკმა საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 17 000 ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა

სემეკმა საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 17 000 ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საჯარო სხდომაზე განიხილა დავები მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის. კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ მთლიანობაში 17 671.22 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.