"ჰუალინგ ჯგუფი" სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 150 000 ლარით და სპეცტექნიკით დაეხმარება

"ჰუალინგ ჯგუფი" სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 150 000 ლარით და სპეცტექნიკით დაეხმარება.

"ჰუალინგ ჯგუფი"უერთდება საყოველთაო საქველმოქმედო მოძრაობას და გამოყოფს 150 000 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას და ქალაქის მერიას აწვდის სამშენებლო ტექნიკას გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად. ამასთან ერთად, კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით მონაწილეობას იღებენ მოხალისეებად გაწმენდით სამუშაოებში. კორპორაცია "ჰუალინგ ჯგუფის" წევრი "ბაზისბანკი" საბურთალოს გამგეობასთან შეთანხმებით, რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ასევე ბანკი შეიძენს სპეციალურ აღჭურვილობას და ინვენტარს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისათვის. "ჰუალინგ ჯგუფის" წევრი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს Hotels & Preference Hualing Tbilisi-ს თანამშრომლები კი საკუთარი სახსრებით ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ზოოპარკს.

"ასეთ მძიმე წუთებში თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ მოვალედ ვთვლით თავს და როგორ უცხოელი ინვესტორი, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა გავერთიანდეთ და გვერდით დავუდგეთ დაზარალებულ ადამიანებს და ქალაქს, სადაც ვცხოვრობთ და ბიზნესს ვახორციელებთ", - აცხადებს "ჰულიანგის" საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის დირექტორის მოადგილე სკოტ მი.