ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან

მთავრობის კანცელარიაში ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაში მონაწილეობენ სხვადასხვა ბანკების ხელმძღვანელები და საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ გვასალია. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემაა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის საბანკო ვალდებულებების კუთხით შეღავათების გაწევის საკითხი.  შეხვედრის დაწყების წინ ბიზნესომბუდსმენმა ბანკირებს პრემიერის სახელით მადლობა იმ დახმარებისთვის გადაუხადა, რომელიც მათ დაზარალებულთა მიმართ გასწიეს.