სტიქიით დაზარალებულთათვის სახლების ასაშენებლად მიწა გამოიყოფა

თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ახალი სახლების მშენებლობის მიზნით მთავრობა და თბილისის მერია მიწას გამოყოფენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, სახლების მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი გამოყოს. "ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ სახლების მშენებლობისთვის საქართველოს 3 მილიონი ევრო გადმოურიცხოს. ჩვენ, მთავრობა და თბილისის მერია კი მიწას გამოვყოფთ, სადაც მშენებლობები განხორციელდება", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დონორებსა და ცალკეულ ქვეყნებთან, რომ საქართველომ მიიღოს როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება. "ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. გერმანულ მხარესთან, შვეიცარიელებთან, შვედებთან, თურქებთან იმისთვის, რომ მივიღოთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება. საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები, გეოლოგები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ვერეს ხეობას და ზოგადად, თბილისში არსებულ ვითარებას", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.