რა გაკეთდა რაჭის ტურისტული პოპულარიზაციისთვის

2020-2024 წლებში რაჭის ტურისტული პოპულარიზაციისთვის 7 პრეს-ტური, 4 გასტრონომიული ტური, ერთი ფოტო ტური და ერთი საინფორმაციო ტური ჩატარდა. ამავე პერიოდში, მომზადდა ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის Giz-ის ფინანსური მხარდაჭერით გასტრონომიული ფესტივალი „გემო-ფესტი“ ჩატარდა.

ამასთანავე, 2020-2023 წლებში რაჭა-ლეჩხუმში ღვინის მასპინძელი შემდეგი ობიექტები პროექტ ღვინის გზაში ჩაერთო და საგზაო მანიშნებლები დაუმონტაჟდათ:

  • ცაგერი - „მირანდას მარანი“, „ხმელიძეების მარანი“, „მანაგაძეების მარანი“, „გიოს მარანი“, „ისიდორე უჩაძის მარანი“.
  • ამბროლაური - „ტარიელ ლომთაძის მარანი“, „სოხაძეების მარანი“ და „მეღვინეობა ამბრა“, „მეღვინეობა ედენა“, „მარანი ლაზმაური“, „ჭრებალოს მარანი“.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში რაჭაში განხორციელდება ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • „როგორ დავნერგოთ covid 19-თან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები განთავსებისა და კვების ობიექტებში“;
  • „შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებები განთავსების ობიექტებისთვის covid 19-ის პერიოდში“;
  • „ინკლუზიური ტურიზმი Covid 19-ის პერიოდში“;
  • „ონლაინ გაყიდვების ტრენინგი“ – Giz-ის მხარდაჭერით;
  • „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ტურისტული სერვისები - მომსახურება და უსაფრთხოება“;
  • „პირველი სამედიცინო დახმარება“ – 3 ტრენინგი;
  • „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ – 3 ტრენინგი, ერთი Giz-ის მხარდაჭერით;
  • „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სტუმარმასპინძლობის სფეროში“ - Giz-ის მხარდაჭერით;
  • „საოჯახო სასტუმროს მართვა“ - Giz-ის მხარდაჭერით;
  • „სოციალური მედიის მართვის“ - 3 ტრენინგი;
  • „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შშმ პირთათვის“ - 3ტრენინგი;
  • „საოჯახო სასტუმროს მართვა“ - Giz-ის მხარდაჭერით;

უწყების ცნობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში რაჭაში მხოლოდ ერთი საფეხმავლო ბილიკი მოინიშნა.

იხილეთ ასევე: რა ღონისძიებები გატარდა სვანეთის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის

რა გაკეთდა აჭარის ტურისტული პოპულარიზაციისთვის

მერი ტაბატაძე