"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვერეს ხეობაში მინი გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით, ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას, დაახლოებით 30 დღე დასჭირდება. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ამ პერიოდის მანძილზე კომპანია, დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც, მდ. ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება.

საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.