ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრი კომპანიები გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრმა კომპანიებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხები გადარიცხეს. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინფორმაციით, ბიზნესსაბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვუთანაგძნობთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირისაქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრმა კომპანიებმა დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება მიიღეს, დახმარებოდნენ დაზარალებულებს და ამ მიზნით მათი მხრიდან მობილიზირებული იქნა შემდეგი სახის ფინანსური და მატერიალური დახმარება:

BP – 50.000 აშშ დოლარი და 700 წყვილი უსაფრთხოების ხელთათმანი. BP ასევე შექმნა თანამშრომლებისთვის შესაბამისი ფონდი სტიქიით დაზარალებულთათვის დამატებითი თანხების ჩასარიცხად.

საქართველოს ბანკი – 100.000 ლარი;

“თიბისი ბანკი” – 50.000 ლარი. ბანკმა ასევე დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნა სპეციალური ანგარიში, რომელზეც დღეისათვის ჩაირიცხა 1.000 000 ლარი;

მაგთი – 50 000 ლარი;

„Silk Road Group“ – 50.000 ლარი; დამატებით დაზარალებულთათვის და მოხალისეთათვის სასმელი წყალი, საკვები, ჰიგიენური საშუალებები, საბნები;

„Bank Republik“, „Societe Generale Group“ – 30.000 ლარი და პირველადი მოთხოვნილებისათვის განკუთვნილი დახმარება: საბნები, ხელთათმანები, ჰიგიენური საშუალებები. ბანკმა ასევე დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნა სპეციალური ანგარიში, რომელზეც დღეისათვის ჩაირიცხა 127 000 ლარი;

„ჰაიდელბერგცემენტი“ – 50 ტონა ცემენტი და 100 კუბური მეტრი ბეტონი;

„Oriflame“ – 20.000 ლარი დაზარალებულთა ფონდში და 5000 ლარი ზოოპარკის დახმარების ფონდში, ასევე „ორიფლეიმის“ კონსულტანტებისა და დისტრიბუტორებისაგან საჭიროებისამებრ სხვადასხვა აქსესუარები, ტანსაცმელი;

„ბორჯომი“ – 20 000 ლარი, წყლის მიწოდება სტიქიური უბედურების ადგილებში დაზარალებულთათვის და მოხალისეებისათვის;

„Lukoil“ - 20.000 ლარი;

ლუდსახარში „Efes“ (“ნატახტარი”) – 20.000 ლარი;

„სარაჯიშვილი“ – 10.000 ლარი გარდაცვლილთა ოჯახებს. „სარაჯიშვილი“ მზრუნველობას გაუწევს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს: ნიკოლოზ ფავლენიშვილს (ნინა ფავლენიშვილის შვილი) და მიხეილ შახმაზიანს (ჟანა ეგიზაროვას შვილი);

„Pasha Bank“ – 10.000 ლარი და დამატებით უზრუნველყო მოხალისეთა საკვებითა და წყლით და სამუშო პროცესისათვის საჭირო ატრიბუტებით მომარაგება;

„MGeorgia“ (შემავალი კომპანიები) – 10.000 ლარი ჯამში:

სს „Marussia“ – 2.500 ლარი

სს „Chateau Mukhrani“ – 2.500 ლარი

სს „GWS“ – 2.500 ლარი

შპს „Wellington“ – 2.500 ლარი

„PwC Georgia“ – 10.000 ლარი და შეისყიდეს და გადასცეს მოხალისეებს ხელთათმანები, კეპები, ფარნები. „PwC Georgia“-ის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით გადარიცხეს 3.090 ლარი;

„BDO Georgia“ – 6.000 ლარი;

„DLA Piper“ – პირველადი მოხმარების ნივთები, საბნები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები;

„ABB Georgia“ – 1000 ლარი;

„ლიტვური საცხობი“ – საკუთარი პროდუქცია მიაწოდეს დაზარალებულ ოჯახებს მათ დროებით ადგილსამყოფელში.