წყლის ლაბორატორიული კვლევის მორიგი შედეგები გამოქვეყნდა

წყლის ლაბორატორიული კვლევის მორიგი შედეგები დღეს გახდა ცნობილი,- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტო ავრცელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სასმელი წყლის სინჯების კვლევას თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქუჩებზე. წყლის სინჯების აღება ხორციელდება ასევე მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე.  "დღეს ლაბორატორიული კვლევის მორიგი შედეგები გახდა ცნობილი, კერძოდ, წყნეთის 59-ში, კოსტავას I შესახვევში, გედევანიშვილის, ატენისა და გაბაშვილის ქუჩებზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. წყლის ნიმუშის აღება გრძელდება", - აცხადებენ სააგენტოში.