სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 19 858 764 ლარია მობილიზებული

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 19 858 764 ლარია მობილიზებული.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 12:00 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე მობილიზებულია 19 858 764 ლარი, 242 968 დოლარი და 18 612 ევრო.

13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.