საბერძნეთის შესახებ გადაწყვეტილებას ბრიუსელში ხვალ მიიღებენ

საბერძნეთის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მხარეები სავარაუდოდ, ევროკავშირის სამიტზე მიიღებენ, რომელიც ხვალ გაიმართება.

"ჩვენ კვლავაც ვერ მივაღწიეთ საჭირო პროგრესს. რაღაც საკითხებში, შეიძლება ითქვას, რეგრესიც კი გვქონდა", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

ბრიუსელში გასამართი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემთხვევაში, ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროპის ცეტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის საგანგებო დახმარების ტრანშს - 7,2 მილიარდ ევროს გაყინავენ.

თუ 30 ივნისს საბერძნეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდს დავალიანებას 1,6 მილიარდ ევროს არ გადაუხდის, ქვეყანას დეფოლტი ემუქრება.