ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილი გახდა

ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი და შოტლანდიელმა მუსიკოსმა კელვინ ჰარისი 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად წყვილად დასახელდნენ.

”ფორბსის” მონაცემებით, გასულ წელს ტეილორმა და კელვინმა 146 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ამ მაჩვენებლით ”ფორბსის” მაღალანაზღაურებადი წყვილების რეიტინგში ტეილორ სვიფტმა და კელვინ ჰარისმა ბიონესა და ჯეი ზის გადაუსწრეს.

”ფორბსის” ინფორმაციით, 2014 წელს ჯეი ზისა და ბიონსეს შემოსავალმა 110,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

ტეილორ სვიფტის ბოლო ალბომი ”1989” გასული წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა, კელვინ ჰარისი კი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეია. ორივე მათგანს ასევე საკმაოდ მაღალი შემოსავლები აქვთ სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობიდან.